Wednesday, June 5, 2013

აი, ასე ვმუშაობდით საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან.ჩვენ, მოხალისე მასწავლებლებმა ამ პატარებთან მუშაობით ბევრი გამოცდილება მივიღეთ და ალბათ ეს საქმიანობა ჩვენი   მომავალი პროფესიის არჩევაშიც გარკვეულ როლს ითამაშებს.

Tuesday, June 4, 2013

ყველა ბავშვმა სათითაოდ უნდა თქვას რა უჭირავს ხელში.
ბავშვები თამაშისთვის ემზადებიან.


სოფო სიტყვების დამახსოვრებაში ეხმარება პატარებს.

ბავშვები ჯგუფებად მუშაობენ.


აი,ასე ვმუშაობთ პატარებთან.ლიკა ასწავლის პატარებს სიტყვებს.ჯგუფებად არიან ბავშვები დაყოფილები.


Sunday, May 26, 2013

     საბავშვო ბაღის პროექტის იდეა როგორც კი გავაცანი გავაზის საბავშვო ბაღის გამგეს,ქალბატონ ვერიკო პართენიშვილს, სიხარულით დამეთანხმა.პროექტი სამთვიანია და მიზნად ისახავს კვირაში ერთხელ საბავშვო ბაღის სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელებს ვასწავლოთ ინგლისური ელემენტარულ დონეზე. პროექტის ბოლოს მოსწავლეებს ეცოდინებათ ინგლისურად მისალმება,გამომშვიდობება,მოკითხვა,დაახლოებით 50 სიტყვა,ათამდე დათვლა,ექვსი ძირითადი ფერის სახელი.
   პროექტის იდეალურობა იმაში მდგომარეობს რომ მასწავლებლის როლს შეასრულებენ მოხალისე მოსწავლეები.
   გამოსაყენებელი მასალა: ფლეშკარდები, ნეთბუკი,სათამაშოები,ბურთი,საკლასო ოთახი, დაფა თვალსაჩინო სურათების დასადებად,მაგიდები.
  აქტივობები: ფლეშკარდების გამოყენებით სიტყვების დამახსოვრება,თამაშები როგორიცაა: "გამოიცანი", "თქვი სიტყვა",(ბურთს გადავუგდებთ აღსაზრდელს და უნდა თქვას ერთი სიტყვა,შემდეგ სხვა მოსწავლეს და ასე), "გაფუჭებული ტელეფონი".ყოველი გაკვეთილი დამთავრდება ანიმაციური ფილმით ინგლისურ ენაზე.